საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მთავრობის ინიციატივით შექმნილი ვებგვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია თავსდება.

მათივე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42.