ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე – ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ტვინი ჯერ ცოცხალია

ღამე იყო საკმაოდ მძიმე, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ 27 წლის ახალციხელი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრაც, ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ, 24 საათის შემდეგ.

მძიმე მდგომარეობა იყო. საღამოს მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისთვის, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, სტაბილიზაცია გულისხმობს, რომ აპარატთან არის სინქრონში, ერთად სუნთქავენ, წნევა ხერხდება სამი მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია“,-აცხადებს ტურძელაძე.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. იგი გუშინ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.