„ღმერთო ეს შეგვაძლებინე, დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, კუთხეში დგანან და ლოცულობენ“ – რატიანი კომაში მყოფ ახალციხელ ექთანზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ექთნის შესახებ, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

„ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის არსება, რომლის უმისიდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც…. დედა პირველრიგში ჩვენი პაციენტი…. დედა რომელსაც ორი შვილი ელოდება, სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩეს…. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა….. დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობა….. მშვიდობა დაგვბულებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ,“ – წერს ლევან რატიანი.

 

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.