ვახტანგ მეგრელიშვილი – არ მესმის საერთოდ, რა ხდება, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე

მე არ მესმის საერთოდ, აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა მმართველი პარტიის და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს მოლაპარაკების საკითხები საიდუმლოდ.

„ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება. ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც მე ვარ შეზღუდული, რომ ვისაუბრო. მე არ მესმის, საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის. მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის. მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური. საბოლოო ჯამში, იმედი მქონდა, რომ მე ვცდებოდი და რაღაც შედეგი დადგებოდა. ახლა რომ დავრწმუნდი, შედეგი არ დადგა, ახლა ველოდებით რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს საუბრის დაწყება. იყო იქ პუნქტები, რომელიც მომწონდა. ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე. კონკრეტულად ვერ ვპასუხობ კითხვებს, ეს არის ჩემი მთავარი პრობლემა. ერთი ჩემი კოლეგა მომიყვა, როგორ ჩავაგდე თავის დროზე შესაძლებლობა, რომ წინასწარ ვთქვი რაღაცის შესახებ, ანუ აზრი რომ მომივიდა წინასწარ ვთქვი. მე უბრალოდ გიორგის ვუთხარი, ვერ წარმომიდგენია, ამ თემაზე როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად-მეთქი. მედიატორების მხრიდან იყო მოთხოვნა, რასაც პატიოსნად ვიცავდით. ძალიან ბევრი უდნა ვისაუბროთ, როგორ გამოვიდეთ ამ უნიკალური კრიზისიდან. ჩემი აზრით, ჩვენი მოსაფიქრებელია“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა