“ეს იყო ისტორიული პროცესი” – “გირჩი” გენდერული კვოტირების წინააღმდეგ (ვიდეო)

“გირჩი” საპარლამენტო გენდერული კვოტის გაუქმებას მოითხოვს. პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია სასამართლოს წინაშე წარსდგა.

იაგო ხვიჩია:

-ეს იყო ისტორიული პროცესი, ერთ ერთი უნმიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი იყო ქვეყნის ისტორიაში.
ძალიან მინდა რომ თავისუფლების იდეამ მოიგოს იმ ძალიან ბნელ იდეაზე, რომელიც მამაკაცებს ქალების მჩაგვრელებად აცხადებს. საპარლამენტო გენდერული კვოტა უნდა გაუქმდეს ქალებისვე სასიკეთოდ, თუ სარჩელი დაკმაყოფილდა შეიძლება ეს პროცესი ისტორიას შემორჩეს. კვოტირების სისტემა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, რომლის მიხედვით გარანტირებულია პასიური და აქტიური საარჩევნო ხმის უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ განხილა გირჩის სარჩელი გენდერული კვოტირების არაკონსტრიციურ ცნობის შესახებ.