,,თუ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა” – ნიკოლოზ სამხარაძე

ადამიანები, ვინც მოუწოდებენ ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ და არ აღსრულდეს განაჩენი, არ არიან საქართველოს მეგობრები, არ არიან სუვერენიტეტის და სამართლიანიბის მხარდამჭერები,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ფონ კრამონს და ანა ფოტიგას “ანტიევროკავშირი” უწოდა.

მისი თქმით, თუ ისინი მიკრძოებულ განცხადებებს არ გააკეთებენ, არც ისინი უპასუხებენ კრიტიკით.

“როცა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს და შენ მოუწოდებ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დამნაშავეები არ დაისაჯონ, ეს პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყანაში სამართლიანობას. თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა. თუ მომხრეა და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაშინ ერთად ვიმუშაოთ”, – განაცხადა სამხარაძემ.