“მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას პროპორციულ არჩევნებში

,,ქართული ოცნების”  გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო სისტემასთან აცხადებს რომ ის  პრობლემას 110/40  და ვერც 120/30 შეფარდებებში ხედავს და ვერც საერთოდ პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში,.

კახა კალაძემ მედიასთან განცხადება გააკეთა ტექსტს უცვლელად გთავაზობთ :”მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას 110/40-ზე იქნება თუ 120/30-ზე, თუ საერთოდ იქნება პროპორციული არჩევნები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდში იყო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი,” – განაცხადა კახა კალაძემ.