კუხიანიძის საკითხზე გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ “ემიჯნებიან ერეკლე კუხიანიძის განცხადებას  და ნათქვამი არ არის არავისთვის მისაღები . მისი თქმით, დეპუტატის საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა არა ოპოზიციის მოთხოვნის და “ყაყანის” გამო.

დავითულიანმა აღნიშნა, რომ საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ.

“არ არის არავისთვის მისაღები და ყველა ემიჯნება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ამ თემაზე. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა უნდა შედგეს, შედგება და მივიღებთ გადაწყვეტილებას. არა იმიტომ, რომ ესენი ყვირიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის არის მიუღებელი. როდის შევიკრიბებით, ამას გაგაგებინებთ, არ ვაპირებთ დაანონსებას, რომ ამათმა კიდევ სპექტაკლები მომიწყვეს,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.