ძიუდოს ფედერაცია მალავს, ჩაუტარდა თუ არა ლაშა ბექაურს შემოწმება

მარიამ ახალკაცი

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მალავს ჩაუტარდა თუ არა სამედიცინო შემოწმება ლაშა ბექაურს ჩინეთში ჩემპიონატში მონაწილეობამდე. ბექაურმა ქვეყნის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელები სიტრყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა საუბრისას, თავდაპირველად, თქვა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა ჩაუტარდა თუ არა ჩემპიონს ასპარეზობამდე კვლევები. დამაზუსტებელ კითხვაზე, რატო არ გადაამოწმეს ბექაურისგან ბრალდების გაჟღერების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ათაბეგაშვილი ასე პასუხობს:

“გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ გავაკეთებ… გაგეცით პასუხი, არ ვაპირებ პასუხის გაცემას”.