ბათუმში ქვების სროლისგან პოლიციელები დაშავდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, დაშავებულია  უამრავი პოლიციელია. მათ დაზიანებები აქციის მონაწილეების ნასროლი ქვებისგან მიიღეს. ამირანაშვილისავე თქმით, დაშავებულთა შორის არიან სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი და სამხარეო პოლიციის ხელმღვანელი.

აქციია მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. სიტუაცია უმართავი ხდება. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებს აზიანებენ, დაზიანებულია ახლოს მდებარე მაღაზიები.

         ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გია კიკაბიძის თქმით, საავადმყოფოში 11-მა პაციენტმა მიმართა, მათგან 6 პოლიციის თანამშრომელი იყო დაშავებული.

მისი თქმით, 11 პაციენტიდან სხეულის დაჟეჟილობით 7-მა პაციენტმა მიმართა. ერთ-ერთ პაციენტს გარკვეული მოტეხილობა აღენიშნებოდა.