შს მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა. მინისტრის თქმით, აღნიშნული პირების გათავისუფლების თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა.

„მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე შემქნილ ვითარებაში. გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, გათავისუფლების მიუხედავად, აღნიშნული პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა.