გურამ მაჭარაშვილი: გიული ალასანია ხალხს დასცინის, ქონება მემკვიდრეობით მერგოო, ამიტომ გამოძიებას უნდა უპასუხოს, როგორ გამდიდრდა

გიული ალასანია ხალხს დასცინის, ქონება მემკვიდრეობით მერგოო, ამიტომ გამოძიებას უნდა უპასუხოს, როგორ გამდიდრდა – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და დადგინდეს, როგორ მიიტაცეს სააკაშვილმა და მისმა დედამ მილიონობით ლარის ღირებულების ქონება.

„როდესაც გიული ალასანია ამბობს, რომ მას 135 მილიონის ქონება წინაპრებმა დაუტოვეს, ამით დასცინის ხალხს და არაფრად აგდებს საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ არ მგონია სასაცილოდ ჰქონდეს საქმე, როდესაც მას გამომძიებლის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. აუცილებელია დადგინდეს, როგორ გამდიდრდა ეს ქალბატონი, როგორ ჩაიგდო ხელში აურაცხელი ქონება და როგორ იქცა ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად“, განაცხადა მაჭარაშვილმა.