ბადრი ჯაფარიძე – ასეთი სისულელე თქვა უგულავამ – გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? – არ მგონია, ასეთი რამე ეთქვას

ასეთი სისულელე თქვა უგულავამ – გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? – არ მგონია, ეგეთი რამე ეთქვას, ჩვენ ვართ „ლელო საქართველოსთვის”, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ,,ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება სისულელეა.

,,ასეთი სისულელე თქვა უგულავამ – გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? – მე ასეთი სისულელე არ წამიკითხავს. მე არ მგონია, უგულავას ეგეთი რამე ეთქვას. ჩვენ ვართ ,,ლელო საქართველოსთვის”, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ, არც გვქონია მიზანი, მგონი, თქვენ (ჟურნალისტები) კარგად არ გაეცანით (უგულავას განცხადებას), ჰკითხეთ ავტორს. ოპოზიციური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის სისულელე, თქვენ როგორც ამბობთ და სწორია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს თავის ხედვა, სამოქმედო გეგმა, თავის მხარდამჭერები უნდა გაზარდოს მაქსიმალურად, ეს არის სწორი,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს ქოლგა პარტია ყველასთვის.