ზურაბიშვილი მეორე ტურს თბილისის ყველა რაიონში ელოდება

   “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში  ბევრ რაიონში მეორე ტური იქნება.

  ზურაბიშვილი მეორე ტურს თბილისის ყველა რაიონში ელოდება.

  -„მე ველოდები ძალიან ბევრ მეორე ტურს. მაგალითად, თბილისში თითქმის ყველგან, საქართველოს მასშტაბითაც ძალიან ბევრ ოლქში, სადაც ძალიან დაძაბული სიტუაცია იქნება. ვნახოთ, მაჟორიტარები როგორ გადანაწილდებიან. მე იმედი მაქვს , ხელისუფლებას ეყოფა გონიერება , რომ კარგად ჩაატაროს ეს არჩევნები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის”- აცხადებს ზურაბიშვილი.

კომენტარის დატოვება