РИА Новости: რუსეთის დიპლომატიური მისია უკრაინას ტოვებს

გამოცემა РИА Новости-ს ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

„რია ნოვოსტის” ინფორმაცით, დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.

ამ სცენარის განვითარების შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ თავად ლავროვმაც ისაუბრა.

ტრასსა და ლავროვს შორის შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართა

ბაიდენ-პუტინის სატელეოფონო საუბარიც ჩანიშნულია და უახლოეს საათებში გახდება ცნობილი ზუსტი დრო.