„თბილისი ენერჯი“: საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა

გაზით აფეთქებას გადაურჩა საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა.

„114 სწრაფი რეაგირების ბიჭების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ. ფრთხილად იყავით გაზის დანადგარებთან და დაიცავით უსაფრთხო მოხმარების წესები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.