ზურაბ ჯაფარიძე: დე ფაქტო პრემიერს თუ დავუჯერებთ, ვაქცინა არ მუშაობს, მაგრამ თუ 50 წელს ზემოთ აიცრებით, 200 ლარს გადაგიხდით ბიუჯეტიდან

დე ფაქტო პრემიერს თუ დავუჯერებთ, ვაქცინა არ მუშაობს, მაგრამ თუ 50 წელს ზემოთ აიცრებით, 200 ლარს გადაგიხდით ბიუჯეტიდან – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“დე ფაქტო პრემიერს თუ დავუჯერებთ, ვაქცინა არ მუშაობს, მაგრამ თუ აიცრებით და გაგიმართლათ (ან პირიქით) და 50 წელს ზემოთ ხართ, 200 ლარს გადაგიხდით ბიუჯეტიდან. არ გვჭირდება, მაგრამ მოიტანე. არა დღეს არა. დღეს დაკავებულები ვართ, ხვალ მოიტანე”, – წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ,,ომიკრონის”  დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.