ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, გიგა ფარულავა გახდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 – მა დეპუტატმა მიიღო. კანდიდატს მხარი დაუჭირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”.

კენჭისყრაში “ქართულ ოცნებას” მონაწილეობა არ მიუღია.