დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გაზია. ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახური მუშაობს, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

აფეთქება კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა, დაზიანებულია ზედა სართულიც.