რესტრუქტურიზაცია ონლაინკომპანიების პოლიტიკაში არ შედის

გუშინ სააგენტოში ერთმა პედაგოგმა ქალბატონმა დარეკა და გვთხოვა მის კითხვაზე პასუხი გაგვეცა, რადგან ონლაინსესხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ინტერესია და მის მიერ დასმული კითხვა სხვებსაც აქვთ და პასუხს ელიან.

კითხვა:

დღეს მომწერეს, რომ ანგარიშები დამიყადაღეს, ონლაინსესხების გამო. ხომ არ იცით, არსებობს გზა, ყადაღა რომ მომიხსნან ან მომცენ საშუალება, ნაწილ-ნაწილ გადავიხადო, ან რესტრუქტურიზაცია მოვითხოვო? თან 500 ლარი გამოვიტანე და 700 შევიტანე, 2000-ზე მეტს ითხოვენ, სხვა ბანკებში რომ არ მქონდეს გადასახდელი, კიდევ არ ვინერვიულებდი. ვრეკავ სათაო ოფისში, პრობლემურის ნომერს მაძლევენ, პრობლემური აღმასრულებელთან მამისამართებს, აღმასრულებელი სათაოში მგზავნის და უნდა ვიტრიალო წრეზე. რესტრუქტურიზაციისთვის ვის უნდა მივმართო, ეს მაინტერესებს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამ კითხვით ჩვენ ადვოკატ ლაშა სტურუას მივმართეთ, რომელსაც არაერთი საქმე აქვს ონლაინსესხებთან დაკავშირებით მოგებული.

მისი პასუხი კითხვაზე ასეთია.

„1.რესტრუქტურიზაცია ამ კომპანიების პოლიტიკაში არ შედის;

2. განაწილვადება შეუძლიათ მაქსიმუმ 6 თვეზე.

3. აღმასრულებელს თუ უკვე დაწყებული აქვს იძულებითი აღსრულება, მაშინ სარჩელით უნდა შევიდეს სასამართლოში და პროცენტის, საურავის ჯარიმის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს შემცირება უნდა მოითხოვის გონივრულ ფაგლებში, რასაც სასამართლო აუცილებლად დაუკმაყოფილებს. ასეთია მოქმედი პრაქტიკა…

განაწილვადება კრედრიტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ვერავინ დაავალდებულებს გარდა სასამართლოსი”

 

 

 

კომენტარის დატოვება