მიხეილ ყაველაშვილი „ნაცმოძრაობას“ – ასეთი სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები. 30-მდე სტრატეგიული ობიექტი გაყიდეთ ომის შემდეგ

„ღირსებაზე გვესაუბრებიან, უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო საკუთარი სამხედროებისთვის ომის დაწყება და კასეტური ბომბებით დაბომბვა, რეზოლუციის ხელმოწერა, რომელზეც დღემდე არ გაუციათ პასუხი. უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო, ლიდერად ერთ ადამიანს, რომ ემსახურებით. უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო, როცა თავისი კოლეგა, უმაღლესი თანამდებობის პირი, სხვა ქვეყნის, მიატოვა და საკუთარ დაცვას გაასწრო“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სხდომათა დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილი კი სამართალდამცველებს არ ჩაბარდა, არამედ დააკავეს.

„ეს შემოპარვა რომ გგონიათ ვაჟკაცობად ჩავუთვალოთ, ჩამოვიდა და ჩაბარდა და აგერ სამშობლოსთვის იღწვის. როგორ შემოიპარა იმ არეულობისთვის რომელიც ვერ მოახერხა და დააკავეს, კი არ ჩაბარდა დააკავეს. ასეთი სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები. 30-მდე სტრატეგიული ობიექტი გაყიდეთ ომის შემდეგ, მტერს ეძახით და თან 30-მდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეთ,” – მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიცონერ კოლეგებს „ნაცმოძრაობიდან”.

ყაველაშვილმა კოლეგებს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობას. ჩემმა კოლეგებმა დღეს საკმაოდ მშვიდ გარემოში წარმოგიდგინეს თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს არის რეალობა ეს არის ფაქტი. დააფასეთ ქართველი ადამიანის შემწყნარებლობა, დააფასეთ კიდევ ერთხელ, ამ უტიფრობას, ამ სირცხვილს, ამ ამორალურობას ვერავინ ვერ გაპატიებთ. შეუძლებელია თქვენი დაბრუნება ხელისუფლებაში. ერთადერთი რაც შეგიძლიათ, მოინანიოთ და ჩადგეთ ამ სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში თუ არადა გარანტირებულია თქვენი პოლიტიკური სანაგვე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.