ალექსანდრე რაქვიაშვილი კოლეგებს: ბოროტი, არასწორი, არასამართლიანი საბანკო სისტემის შეცვლის ნაცვლად, დეპუტატები ამ ბოროტი სისტემის ერთ-ერთი წვრილმანი შედეგის გამოსწორებით დავკავდით?

„მიმაჩნია, რომ საპენსიო სესხები პარლამენტს არ ეხება და ის, რომ პარლამენტარები დაკავებულები არიან კომერციული ბანკის საპროცენტო განაკვეთით, გლობალურ პრობლემაზე მიუთითებს, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის- „გირჩის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით,, პარლამენტმა ეროვნული ბანკი უნდა აიძულოს, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას აკისრია.

„ის უნდა იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ კონკურენცია იყოს საბანკო სისტემაში და ამის ნაცვლად ჩვენ ვმსჯელობთ 30% უკეთესია თუ 26%. 26% ? რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ რის საფასურს ვიხდით? სუბსიდირება დავიწყეთ კომერციული ბანკების, რომლებიც ისედაც და მათ შორის, საპენსიო ფონდის ხარჯზე არ არიან მოკლებული რესურსებს?“, -განაცხადა ალექსანდრე რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, “ბოროტი, არასწორი, არასამართლიანი საბანკო სისტემის” შეცვლის ნაცვლად, დეპუტატები “ამ ბოროტი სისტემის ერთ-ერთი წვრილმანი შედეგის გამოსწორებით” არიან დაკავებული.