მძღოლები მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასა და საწვავის ფასების მატებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საწვავზე ფასების მომატება ქვეყანაში გადაადგილებას შეუძლებელს გახდის. იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მძღოლები მასობრივი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

კომენტარის დატოვება