„ქალაქის სიყვარულში და მოვლაში შენ-ჩემობა არ უნდა იყოს“ (ვიდეო)

რუსთავის #29 საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარმა დეპუტატმა  პაატა მხეიძემ ქალაქის საარჩევნო პლაკატებისგან დასუფთავების აქციაში მხარდამჭერებთან და ახალგაზრდული აქტივის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ის, რომ მან მხოლოდ საკუთარი პლაკატები კი არ ჩამოსხნა, არამედ კონკურენტების პლაკატებისგანაც გაასუფთავა ქალაქი, რადგან, როგორც თავად განაცხადა-„ქალაქის სიყვარულში და მოვლაში შენ-ჩემობა არ უნდა იყოს“.

-„ჩვენი მთავარი მიმართულება – “თანამედროვე რუსთავი” მხოლოდ ქალაქის იერსახეს არ გულისხმობს, თანამედროვე ქალაქი მოქალაქეთა მაღალ ზნეობრივ ღირებულებებს, წესრიგს, დისციპლინას და ცივილურ საზოგადოებას ეფუძნება. თითოეული ჩვენგანის ვალია ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, მის განვითარებასა და უკეთეს მომავალზე. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, გაუფრთხილდნენ გარემოს, ეზოს, ქუჩას, ქალაქს და ქვეყანას. მე მაქვს ამბიცია, რუსთავი იყოს ქვეყანაში ყველაზე სუფთა და მოვლილი ქალაქი და მასზე ჩემი თანაქალაქელები თავად ზრუნავდნენ. დღეს წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან დავასუფთავეთ ქალაქი მე და ჩემმა თანამებრძოლებმა, ეს უმნიშვნელო ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც თანამედროვე, მოვლილი, სუფთა და კოპწია რუსთავი ქვია. მოგიწოდებთ რუსთაველ ახალგაზრდებს გამოიჩინოთ ინიციატივა, შემოგვთავაზოთ აქციები, პროექტები და ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ, თუნდაც მცირედით, ჩვენი ქალაქი. მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით უკეთესი რუსთავისათვის!“-განაცხადა პაატა მხეიძემ.

კომენტარის დატოვება