სასამართლო, ნოტარიუსად იყო გადაქცეული, რასაც პროკურატურა და ადეიშვილი ეუბნებოდა ყველაფერს ასრულებდნენ – არჩილ თალაკვაძე

„ოპოზიციიდან კოლეგები, გვიწუნებენ დემოკრატიას. მაინტერესებს რას ეძახით თქვენ დემოკრატიას – თქვენმა მხარდამჭერებმა რომ აგირჩიეს პარლამენტში სამუშაოდ და 7 თვე რომ არ მობრძანებულხართ აქ ეგ არის თქვენი დემოკრატიული სტანდარტი?!. თუ მერე რომ შემოხვედით პარლამენტში და ზუსტად საპირისპიროს უმტკიცებთ დღეს თქვენ მხარდამჭერებს ეგ არის დემოკრატია. თქვენ ნოტარიუსად გქონდათ გადაქცეული სასამართლო, რასაც პროკურატურა და ადეიშვილი ეუბნებოდათ ყველაფერს ასრულებდნენ, იმის გამო რომ იყო ვერტიკალი, სასწაული ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მართვა სასამართლოსი“, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ გიორგი ბოტკოველსაც მიმართა და უთხრა, რომ  „თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს“

„ნამდვილად არ იყო ღირსეული საქციელი როდესაც თქვენი კოლეგის და პარლამენტის წევრის მშობლებზე ასე საუბრობთ. ეს თქვენ კარგად არ გახასიათებთ. მე კარგად ვიცნობ დავით მათიკაშვილის მამას და ის ნამდვილად არ არის ის კაცი, რომ პოლიტიკის გამო სკამზე ავიდეს, აი თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.