ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას  დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ.

ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საპარლამენტო მანდატის გაუქმებას  77 დეპუტატმა დაუჭრა მხარი, ხოლო 38 წინააღმდეგ წავიდა. შალვა ნათელაშვილის  შემთხვევაში 79 მომხრე იყო, ხოლო 28 წინააღმდეგი. ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი, 9 – წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას, მას პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.