დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ეთანხმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!”,-წერს პრეზიდენტი.

ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ.

ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საპარლამენტო მანდატის გაუქმებას 77 დეპუტატმა დაუჭრა მხარი, ხოლო 38 წინააღმდეგ წავიდა. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში 79 მომხრე იყო, ხოლო 28 წინააღმდეგი. ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი, 9 – წინააღმდეგი იყო.