მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შს მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს

ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო თბილისის საკრებულოში ოპოზიცია პროტესტს დროებით წყვეტს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ და “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადეს.

ხატია დეკანოიძემ ასევე განაცხადა, რომ მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შს მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.