ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა

საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა, – ამის შესახებ ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე თავის დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

როგორც შალენბერგი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის ერთგულია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ.