ალექსანდრე კობაიძე – მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო  ბადრი ჯაფარიძეს და ამ ბრძოლაში დავუდგე გვერდით – “ოცნება” ხშირად იყენებს ისეთ ნორმებს, რაც ოპონენტების დევნაზე გვაფიქრებინებს

პარტია “პროგრესული საქართველოს” ლიდერის, ალექსანდე კობაიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს ისეთ ნორმებს, რაც ადამიანს აფიქრებინებს, რომ “ოცნება” ოპონენტებს დევნის .

ამასთან, კობაიძე ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატის გაუქმებისთვის სოლიდარობას უცხადებს.

“ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხშირად იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს და სამართლის ნორმებს, საიდანაც უნდა იქიდან აბამენ ყურს, რაც ობიექტურ პირს აფიქრებინებს, რომ “ქართული ოცნება”  ოპონენტებს დევნის.

მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო  ბადრი ჯაფარიძეს ამ პროცესში და წარმატება ვუსურვო, როგორც რუსთავის მაჟორიტარობის არჩევნებში.

მე, როგორც ერთი რიგითი რუთაველი მზად ვარ გვერდში დავუდგე ბატონ ბადრი ჯაფარიძეს ამ ბრძოლაში,” – აცხადებს ალექსანდე კობაიძე.

ცნობისთვის,ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ.

ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საპარლამენტო მანდატის გაუქმებას 77 დეპუტატმა დაუჭრა მხარი, ხოლო 38 წინააღმდეგ წავიდა. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში 79 მომხრე იყო, ხოლო 28 წინააღმდეგი. ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი, 9 – წინააღმდეგი იყო.

ამასთან, “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისათვის, რომ დავუმტკიცოთ, ძალა არის ხალხის ხელში”.