ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა – ზელენსკის მიმართვა უკრაინას

უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღე მიულოცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც უკრაინელების ერთიანობა .

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, დღეს ყველას ერთი სურვილი აერთიანებს – სამშობლოში მშვიდობიანი ცხოვრება.

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი ერთიანობის დღეა. ჩვენ ერთიანები ვართ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებისა, ასაკისა და პროფესიისა. ჩვენ ყველაზე დიდი სურვილი გვაერთიანებს და ეს არის ჩვენ სამშობლოში მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება. ჩვენ ამის უფლება გვაქვს, რადგან ჩვენ სახლში, ჩვენ უკრაინაში ვართ. ვერავინ ვერ შეიყვარებს ჩვენ სამშობლოს ისე, როგორც ჩვენ, ვერავინ ვერ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა. ერთიანობის დღეს გილოცავთ, ჩვენ ერთად ვართ”, – თქვა ზელენსკიმ.