„რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი” არაფერი შეიცვლება” – დევი ტაბიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბის განცხადებითმ   უკვე შეიძლება თქვას, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დინამიკა დასტაბილურდა და ის უკვე დადებით მაჩვენებელს იძლევა.

„მაშინ, როდესაც ჩვენი დასნებოვნების მონაცემები არ ასცდება 7-10 ათასის ფარგლებს და გარდაცვალების რაოდენობა ჩამოვა, დაახლოებით, 20-25 ერთეულზე, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენი დინამიკა ნამდვილად დადებითია. ჩვენ ამას ველოდებით, დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებისთვის.

აცრების რაოდენობა დაბალია, რეგულაციების არშესრულება არის ყველგან და გამომდინარე აქედან, რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და “აშმალახათი” არაფერი არ შეიცვლება,“ – ამბობს დევი ტაბიძე.