რუსეთი უკრაინაში შესაძლოა 20 თებერვალს შეიჭრას – Politico

რუსეთის უკრაინაში შეჭრა შესაძლოა 20 თებერვლის შემდეგ დაიწყოს. ამის შესახებ ექსპერტებზე დაყრდნობით გამოცემა Politico წერს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მანამდე დასახელებულმა თარიღმა – 16-მა თებერვალმა – რეალურად სახიფათო თარიღებიდან ყურადღებამ გადაიტანა.

„20 თებერვალი და შემდგომი დღეები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო“. – აცხადებს ანალიტიკურ ცენტრ CNA-ში რუსეთის შეიარაღებული ძალების საკითხებში ექსპერტი მაიკლ კოფმანი.

მისივე თქმით, პუტინის ზრახვების რეალური მანიშნებელი იქნება ის, თუ სად იქნებიან ახლა უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსი სამხედროები 20 თებერვლის შემდეგ.

გარდა ამისა, გამოცემა ასევე წერს, რომ 20 თებერვალს იხურება პეკინის ზამთრის ოლიმპიადა და არაა გამორიცხული, რომ პუტინმა თავისი ჩინელი პარტნიორის, სი ძინპინის ინტერესები გაითვალისწინოს და ოლიმპიადის დახურვამდე საომარი ქმედებები არ დაიწყოს.