რუსეთს არ სურს ნატო-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც მხარს უჭერს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არ სურს ნატო-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში მას ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც უჭერს მხარს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამას კონკრეტული მიზეზები აქვს, მათ შორის რუსეთის სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო-ს წევრი და ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერა.

„უკრაინას სურს ნატო-ში გაწევრიანება და დიდი ხანია, ამ გზას მიჰყვება, თუმცა მანძილი არ მცირდება.

ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს და ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ეს სიმართლე არ არის. მე ვერ გავამხელ ამ ქვეყნებს, რადგან ჩემთვის დღეისთვის ყველაზე დიდი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ეს ქვეყანა მხარს გვიჭერდეს. ასეთ მეზობლებთან ყოფნა ადვილი არ არის, ამიტომ ახლა არანაირი რისკი და დიპლომატიური კონფლიქტები არ გვჭირდება“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.