უკრაინა თავს ყველანაირად დაიცავს, თუნდაც ოკუპანტების საწყობებზე და ბაზებზე თავდასხმის გზით – პოდილიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციისგან თავს ყველანაირად, თუნდაც ოკუპანტების საწყობებზე და ბაზებზე თავდასხმის გზითაც კი დაიცავს. ამის შესახებ იგი Twitter-ზე დაწერა.

მისი განცხადებით, მსოფლიო უკრაინისათვის ამის უფლებამოსილებას „აღიარებს“.

„უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაარტყას თუ არა რუსულ სამხედრო ობიექტებს, თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინა თავს ყველანაირად დაიცავს, მათ შორის, რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე შეტევებსაც კი განახორციელებს. მსოფლიო ამის უფლებამოსილებას აღიარებს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.