ირაკლი კობახიძის განცხადებები დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური იყო – ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს – ნინო ლომჯარია

მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ადამიანის უფლებების დაცვა მშვიდობის გარანტად ითვლება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არაა დაცული, ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მშვიდობისთვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, საკუთარი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

„ხაზგასასმელია, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნის შესახებ. ძირითადად, ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არც ერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. ეს დასკვნა მათთვის არის თავის ტკივილი, პოლიტიკურად არ ვიცი რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად, საერთაშორისო სასამართლოებსა და საერთაშორისო არენაზე ამ დასკვნას გაითვალისწინებენ და ძლიერი აღიარება ექნება“, – განაცხადა ლომჯარიამ.