არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდას – პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, მკაცრი პასუხი მოჰყვება! – მარია ზახაროვა დასავლეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის მოთმინების გამოცდა შეწყვიტოს.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ აგრესია უპასუხოდ ვერ დარჩება.

„რუსეთის წინააღმდეგ ასეთი აგრესია უპასუხოდ ვერ დარჩება. ჩვენ გვსურს, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად მიიღონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ შემდგომ პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება. დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას“,- აღნიშნა ზახაროვამ.