უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების იარაღით შევსება კონტინენტის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს – პესკოვი

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში მძიმე იარაღის მიწოდების ტენდენცია საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას.

ამ განცხადებით დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინასთან ერთად, იარაღი საქართველოსა და მოლდოვასაც მიაწოდონ.

,,თავისთავად, უკრაინისა და სხვა ქვეყნების იარაღით, მათ შორის მძიმე ტიპის იარაღით მომარაგების ტენდენცია არის ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას და იწვევს არასტაბილურობის პროვოცირებას“, – განაცხადა პესკოვმა.