უსამართლობაა, პუტინის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე პრეზიდენტი უდანაშაულოდ იჯდეს ციხეში – ხატია დეკანოიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის ციხეში თანაგუნდელმა, ხატია დეკანოიძემ მოინახულა.

მისი თქმით, დიდი უსამართლობაა, რომ პუტინის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე პრეზიდენტი დღეს უდანაშაულოდ ციხეშია.

“ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, რა თქმა უნდა, იცით მისი დამოკიდებულება და ჩემი დამოკიდებულებაც უკრაინის მიმართ და ძალიან, ძალიან დიდი უსამართლობაა, გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე დიდი პუტინის მოწინააღმდეგე პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი უდანაშაულოდ იჯდეს დღეს ციხეში.

ზოგადად ყველა თემა განვიხილეთ, ის ნამდვილად შეშფოთებულია და თანამდგომას უცხადებს რა თქმა უნდა, ბადრი ჯაფარიძეს და ზოგადად ფიქრობს, რომ ეს არის შინაგანი შიშის გამოვლინება, რომელიც გარდასახეს მანდატის ქურდობაში”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.