ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სფეროში მოკლევადიანი რეფორმების სიას გვთავაზობს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, ჯანდაცვის სფეროში მოკლევადიანი რეფორმების სიას გვთავაზობს. ფხაკაძე პოსტს ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჭირდება რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 1-2 წელიწადში განხორციელდება.

მისივე თქმით,  ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში.

,,საქართველოს ჭირდება რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში!
მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი):
1. წამლების ფასების დარეგულირება და ხელმისაწვდომობა (თურქეთის სისტემასთან ინტეგრირება+ საკანონმდებლო ცვლილებები) – “საქართველოში რეგისტრირებული წამალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ ლიცენზირებულ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში”
2. სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ფასის ბალანსი (დაწევა). თურქეთან მოლაპარაკებით, პირობითად, არსებული “200” სამედიცინო სერვისიდან საქართველოში დაფინანსდეს 50 და დანარჩენი ჩარჩო ხელშეკრულებით ტრანსფერტი გაკეთდეს თურქეთში (რეალილიბაში ასეა, ოღონდ მოსახლეობას 5-ჯერ უფრო მეტი უჯდება). დროთა განმავლობაში სერვისების გაზრდა საქართველოში (სავარაუდოთ 5-10 სერვისი წელიწადში).
3. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის გაძლიერება და საბოლოოდ 90% სახელმწიფოს შიდა დაფინანსება უნდა იყოს მხოლოდ ჰოლდინგზე. შეიქმნას 5 რეგიონული და თბილიში 2 რეფერალური მულტიპრიფილური საავადმყოფო.
4. პატარა საავადმყოფოების (რეგიონული საავადმყოფოები 50 საწოლზე ქვემოთ) გადაუდებელი მიმღებებათ და ამბულატორიებათ გარდაწმნს (ასე არის ეხლაც). სასწრაფო დახმარების სამსახური და “რეანიმობილების” სერვისი უნდა გაერთიანდეს ერთ სამსახურად და იყოს სახელმწიფოს სერვისი.5. სამედიცინო ხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს” – აღნიშნავს ფხაკაძე.

როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, ყველა ექიმმა წელიწადში უნდა გაიაროს მინიმუმ 50, ექთანმა კი მინიმუმ 25 უწყვეტი სამედიცინო განათლების საათი.

,,6. უწყვეტი სამედიცინო განათლების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობა (მინისტრის არსებული ბრძანება ხელს უშლის ამ პროცესს) და სამედიცინო ასოციაციების წამოწევა (ისინი უნდა ატარონ ტრეინინგები მათი კრედიტ ქულები უნდა იყოს აღიარებული). ყველა ექიმმა წელიწადში უნდა გაიაროს მინიმუმ 50, ექთანმა კი მინიმუმ 25 უწყვეტი სამედიცინო განათლების საათი.
7. შიდა ჰოსპიტალური ინფექციის “დეკრიმინალიზაცია “ და მართვა სამედიცინო / ეპიდემიოლოგიური მეთოდებით. მაგალითად, დაწესდეს “მისაღები ზღვარი 15%” და მუშაობა მიმდინარეობდეს იმ მიმართულებით, რომ ეს ზღვარი შემცირდეს/გაუმჯობესდეს.
8. გადასვლა სავალდებულო, პაციენტის ერთიან ელექტრონულ ბარათზე მიბმულ პირადობაზე. ამ ბარითში უნდა იყოს ყველა რეცეპტი, დიაგნოსტიკის პასუხები, დიაგნოზი, მკურნალობის დინამიკა დაასე შემდეგ. ბარათი უნდა იყოს ასევე მობილურ აპლიკაციაში და ხელმისაწვდომი საქართველოში და საზღვარგარეთ. ამით ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ მიიღონ დამატებითი სერვისები დისტანციურად საქართვრლოს ფასებში. ასევე პაციენტის მონაცემები აღარ დაიკარგრბა “ინდივიდუალურ” ლაბოლატორიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ეს სისტემა “ჩაკეტავს” არასაჭირო დანიშნულებებს (დღეს დაახლოებით 70% დანიშნულებები არა საჭირო არის და მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის).
9. გადასვლა ერთიან ელექტრონულ ჯანდაცვაზე (HIMS). ამით შემცირდება სახელმწიფოს მიერ გაწეულუ ხარჯი, გაუმჯობესდება ხარისხი და ეფექტური დახმარების იარაღი იქნება ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებისთვის. “ექსელის” ფაილების ამოღება დაგვეხმარება მანიპულაციებისა და შეცთომების თავიდან აცილება.
10. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე სამინისტრო ისევე, როგორც მოხდა განათლების სამინისტროს გამოყოფა. შრომა და დასაქმება კი ეკონიმიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს.. ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში. ეს შესაძლებელია! სურვილი არის? ვისაც სურვილი გაქვთ იცით სადაც ვარ.” – წერს ფხაკაძე.