,,ეს არის ფაფხური, მთავარი ,,ქოლ-ცენტრი” სუს-ის შენობაა” – ლევან ხაბეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი, ლევან ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და საგამოძიებო უწყების ქმედებებს ,,ფაფხურს” უწოდებს.

საკითხთან დაკავშირებით მან საგანგებო ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართა და აღნიშნა, რომ მთავარი დანაშაულის ადგილი სწორედ სუს-ია, რომლის ხელმძღვანელიც საქართველოში ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს.

“,,ეს არის ფაფხური და მეტი არაფერი. ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა და პირადად ვარ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. დღეს შემთხვევით არ ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან. ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი. ეს არის ადგილი, საიდანაც სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და ქართულ ოცნებას, რომლებიც შემდგომ ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.