“შკლიაროვის აღიარებითმა ჩვენებამ წერტილი დაუსვა ვაშაძე-ნაცმოძრაობის საარჩევნო კამპანიას…გისამძიმრებთ!..”

შკლიაროვის განცხადებას საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი გამოეხმაურა.

-შკლიაროვის აღიარებითმა ჩვენებამ წერტილი დაუსვა ვაშაძე-ნაცმოძრაობის საარჩევნო კამპანიას გრიგოლ ვაშაძის პოლიტ-ტექნოლოგმა შკლიაროვმა ფაქტობრივად აღიარებითი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ რას აპირებს ვაშაძე -ნაციონალური მოძრაობა საარჩევნოდ და რა დესტრუქციულ და დამანგრეველ მიზნებს ემსახურებიან ისინი.

ამით მან პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ნაცმოძრაობის საარჩევნო კამპანიას და ამიტომ ცდილობთ სხვა საკითხების წინა პლანზე წამოწევას. მეორე ტური ეს არის დემოკრატიული პროცესი, ამ გზით თქვენ არასდროს არ მიდიოდით, თქვენ უბრალოდ აყალბებდით არჩევნებს. ისეთი პოლიტ-ტექნოლოგები გყავთ მოწვეული თქვენს „შტაბ-კვარწირაში“, რომ მათ არ იციან რა არის დემოკრატია, რა არის მეორე ტური და შესაბამისად, მათ მეორე ტურში ნერვებმა უმტყუნა. გისამძიმრებთ შკლიალოვის აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირებით”.