„ეს საფლავები დღეს ვიპოვე მუხათგვერდის ზემოთ მინდვრებში!!!“ – აი აქ ნამდვილად უნდა SOS !!!

სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელი ვეფხია ფიცხელაური ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს უპატრონოდ მიტოვებული უცნობი ჯარისკაცების საფლავები. როგორც გავარკვიეთ,  ეს ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოსთან ახლოსაა, უფრო კონკრეტულად კი მუხათგვერდის სასაფლოს ზემოთ, სულ ბოლოში გადასახვვია მარცხნივ და ქვემოთ მინდვრისკენ უნდა დაეშვათ!

ახლა ყოველგვარი კომენტარია გარეშე გთავაზობთ ფოტოებს.

რეკლამა

-„ეს საფლავები დღეს ვიპოვე მუხათგვერდის მზემოთ მინდვრებში!!! ეს რა ხდება???  ეს ჩვენი მებრძოლების საფლავებია ასეთიი?? მინდორში მიყრილიიი????? ვაი შენ საქართველოვ მართლა ფურთხის ღირსნი ვართ!!!! ასეთ პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს ასე ვაფასებთ.ბევრმა არ იცის ამის შესახებ, ეს საფლავები ისეთ ადგილზეა, უნდა იცოდე ან უნდა გადააწყდე შემთხვევით, თორემ ვერ ნახავ“-წერს აღშფოთებული მოქალაქე.

ჩვენ დავუკავშირდებით შესაბამის უწყებებს და ვეცდებით გავარკვიოთ საქმის არსი.