“რაც მუხათგვერდის სასაფლაოდან გავრცელებულ ფოტომასალაში ვნახე, უბრალოდ შემზარა!..”

დავით ნემსაძე

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე

 ვეხმაურები საციალურ ქსელში უცნობი ჯარისკაცის საფლავების ფოტოების გავცელებას.

(იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%95/

  ქვეყანაში, სადაც ელიტარული სასაფლაოები დამკვიდრდა აშკარად ვერ იტყვი, რომ მიცვალებულისთვის პატივის მიგების ფასი არ იციან, მაგრამ რაც მუხათგვერდის სასაფლაოდან გავრცელებულ ფოტომასალაში ვნახე, უბრალოდ შემზარა, მობარული მიწა, ნიშებიანი წარწერა ,,უცნობი ჯარისკაცის საფლავი“ თუ სახელმწიფომ უცნობ ცხედარს ნომერი მისცა და სათანადო მიწა მიუჩინა ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მთელ პროცესს ერთი პატარა გარემოება ცვლის, ის უცნობი გვამი ჯარისკაცისაა და არა აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ის.

ქვეყანა რომლის 20% ოკუპირებულია ორმაგად უნდა აფასებდეს მას ვინც მისი სიცოცხლე გაიღო და ყველასთვის უცნობი დარჩა. ჯარისკაცად გარდაცვალება ესაა სწორედ ერის და მამულის წინაშე ვალის მოხდა ამაზე დიდი უანგარო მსხვერპლი არ არსებობს .

უცნობს ნაცნობს ამჯობინებენ ფავორიტიზმი და კერძოობა მეფობს ახლა ამ თემას არ ჩაუღმავდები მაგრამ ამ საფლავების პატონობა მხოლოდ მუხათქვერდის ადმინისტაციას არ ეკუთვნის ეს პირდაპირ ეხება თავდაცვის სამინისტროს, კეთილი ინებონ და ლოგისტიკის დანაყოფებმა მოაწესრიგონ აღნიშნული სამარეები. ერში უნდა შეიქმნას პატივისცემის და ფასეულობის განსაკუთრებული გრძნობა მითუმეტეს დაღუპული ჯარისკაცების მიმართ არააქვს მნიშვნელობა უცნობი იქნება ის თუ ნაცნობი და ამ პროცესში სახელმწიფომ მისი დიდი როლი უნდა შეიტანოს.

სხვაგვაად არ შენდება სახელმწიფო ის გმითა საფლავებზე დგას რომლებიც ერის ქვეყნის და მამულის ურყევი მონოლითები არიან, აცხონოს უფალმა მათი სულები.

რეკლამა