კორონავირუსით ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 51 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 640 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 640 ვლევა ტესტით, მათ შორის 28 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 752 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 288 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.35%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 822 პირი ემსხვერპლა.