“გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს ახალი სახლი ექნება”

სოფელ გუგუტიაანთ კარში რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს რუსმა ოკუპანტებმა განუცხადეს რომ დატოვონ სახლები და გაიტანონ რაც აქვთ…

https://www.gmtv.ge/62781-2/

ფაქტს მამუკა ხაზარაძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

-რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.

ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ.

ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.

ქართული კერა არ მოიშლება,

ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,

საქართველო გაერთიანდება!