საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 351 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  26.02%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 351 ვლევა ტესტით, მათ შორის 11 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 022 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 553 668.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.28% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.97%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.