ეს ყველამ გაიგო უკვე, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას ნატოში არავინ აწევრიანებს და კარგია, რომ არ აწევრიანებს – ირმა ინაშვილი

ეს ყველამ გაიგო უკვე, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას ნატოში არავინ აწევრიანებს და კარგია, რომ არ აწევრიანებს – ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშილმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის ყველაზე მისაღები პლატფორმაა სამხედრო ნეიტრალიტეტი.

,,ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მისაღები პლატფორმაა სამხედრო ნეიტრალიტეტი. თქვენ თუ დააკვირდებით, ბრიტანების, საფრანგეთის, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები უკრაინას ძალიან რბილად, მაგრამ მიანიშნებენ ნეიტრალიტეტის პლატფორმაზე. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებას, ძალიან კონკრეტულს, რომ არ არის ლაპარაკი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. ეს ყველამ გაიგო უკვე, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას ნატოში არავინ აწევრიანებს და კარგია, რომ არ აწევრიანებს” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.