სააკაშვილის პროტესტის უკიდურეს ფორმაზე წასვლა შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სისცოცხლისთვის, მაგრამ მისი მოთხოვნა სამართლიანია – ნიკა მელია

,,სააკაშვილის პროტესტის უკიდურეს ფორმაზე წასვლა შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სისცოცხლისთვის, მაგრამ მისი მოთხოვნა სამართლიანია” – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არის ტყვე და გამოკეტილია ოთხ კედელში ერთი ადამიანის სურვილის გამო.

,,ჩვენ ვთანხმდებით, რომ საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალზე და ტყვეზე. ტყვე ხარ, როდესაც შენ გამოკეტილი ხარ ოთხ კედელში ერთი ადამიანის ნება-სურვილზე და ხუშტურზე, როდესაც არ გეძლევა სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, როდესაც არ გეძლევა კუთვნილი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. კიდევ უამრავი უფლება, რაც პატიმარს აქვს, მაგრამ ტყვეს არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის პროტესტის უკიდურეს ფორმაზე წასვლა, მას შემდეგ რაც მან 50 დღე იშიმშილა, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ მისი მოთხოვნა ძალიან ჰუმანური და სამართლიანია.

მე იმედი მინდა მქონდეს, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი იქნება დაშვებული. ექიმი, როემლიც მას სჭირდება იმისთვის რომ მისი სიცოცხლე იქნეს დაცული” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.  განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა