ყველაზე კარგი შედეგი საქართველოში არშემოტანილმა ,,მოდერნას” ვაქცინამ აჩვენა! – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებს გვიზიარებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე, კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების მიხედვით, ვაქცინებს შორის ყველაზე კარგი შედეგი ,,მოდერნას” ვაქცინამ აჩვენა.

,,აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ვაქცინების ეფექტურობა და დაავადების პრევენცია (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) საგრძნობლად არის დაცემული ომიკრონის გამო:

Pfizer & BioNTech (BNT162b2)-
დელტას შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 84%
ომიკრონის შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ)- 44%
AstraZeneca-Oxford
დელტას შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 69%
ომიკრონის შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 36%
Sinopharm
დელტას შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 67%
ომიკრონის შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 35%
Sinovac (CoronaVac)
დელტას შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 46%
ომიკრონის შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 24%

ყველაზე კარგი შედეგი კი აჩვენა საქართველოში არშემოტანილმა მოდერნას ვაქცინამ!
Moderna (mRNA-1279)

დელტას შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 91%
ომიკრონის შემთხვევაში (დაცულობა, ვირუსი რომ არ დაგემართებათ) – 48%

გამოსავალი- ფაიზერის ან მოდერნას მე-3 დოზა ყველა მოქალაქისთვის (მე-2 დოზიდან 3 თვეში) ეს არის განსაზღრული საქართველოში დამტკიცებული პროტოკოლით. ასევე აუცილებელია (ჯერ არ არის განსაზღვრული საქართველოში) მე-4 დოზა (მე-3 დოზიდან 4 თვეში) 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და ასევე, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (განსაკუთრებით ზუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტები, დიალიზზე მყოფი, გადანერგილი ორგანოებით და ასე შემდეგ). კოვიდ გადატანილი ადამიანები უნდა აიცრან (საქართველოში ფაიზერით, საზღვარგარეთ ადგილობრივი პროტოკოლის მიხედვით) განკურნებიდან (უარყოფითი პსრ ტესტი) 30 დღის შემდეგ და მე-2 დოზა უნდა გაიკეთონ პირველი დოზიდან 21-28 დღეში. რაც შეეხება მე-3 დოზას, საქართველოში ჯერ არ აკეთებენ და იმედია, მალე დაუშვებენ 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და ასევე, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (განსაკუთრებით ზუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტები, დიალიზზე მყოფი, გადანერგილი ორგანოებით და ასე შემდეგ)” – წერს ფხაკაძე.